
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ციალა ფუტკარაძის ემოქმედებითი საქმიანობა აღინიშნა.
მან საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კავშირის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში კონკურსში - „შენ ფესვო ჩვენო ძლიერო“ მოიპოვა წარმატება. პედაგოგმა კონკურსზე წარადგინა ლექსი - „ჰო, მდიდარი ვარ“ და გაიმარჯვა.
პედაგოგის შემოქმედება დაიბეჭდა ამავე სახელწოდების წიგნში.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება და მას წარმატებულ როგორც პროფესიულ, ისე შემოქმედებით საქმიანობას უსურვებენ.
იხილეთ ლექსი:
ჰო, მდიდარი ვარ
მე მდიდარი ვარ, ჰო, მდიდარი ვარ,
რადგან მაქვს კერა,- სამშობლო, ენა.
ჰო, მდიდარი ვარ, რადგან
ვერ გამტეხა მტერმა,
ვერა და ვერა.
რამდენჯერ სცადეს წაერთვათ ენა,-
ენა ღმერთების, ციურთა ენა,
მაგრამ ვერ წამართვეს,
ვერა და ვერა.
მე მდიდარი ვარ, რადგან
მაქვს წიგნი,-წიგნი შოთასი,
რომელსაც სწვავდნენ,
მაგრამ ვერ დაწვეს,
ვერა და ვერა.
მაქვს სალოცავი ამაყად მდგარი,
სადაც გაისმის გალობა მტკბარი.
მე მდიდარი ვარ რადგან მაქვს ჯვარი,
ჯვარი ნინოსი, ქართველთა ფარი.
მაქვს სააკაძის უტეხი ხმალი და
წმინდანების ურყევი ნება,
რომელიც მტერმა ვერ გატეხა,
ვერა და ვერა.
ისტორია მაქვს უძველეს ჟამთა,
ყველაფრის მთქმელი, ძლიერი ფესვი,
ფესვი ივერთა,
რომელიც მტერმა ვერ ამოძირკვა,
ვერა და ვერა.
მე მდიდარი ვარ, რადგან მაქვს კერა,
სამშობლო, ენა.
ჰო, მდიდარი ვარ, რადგან ვერ გამტეხეს,
ვერა და ვერა.