„ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა!“-  ხარების საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
24-07-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.

„დიდი სიხარულით გვინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენმა სკოლამ ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა!

ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, სკოლის მართვის სისტემა, სასწავლო გეგმები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სტანდარტებთან.

დიდ მადლობას ვუხდით ექსპერტთა ჯგუფს დადებითი შეფასებისთვის და თითოეულ მასწავლებელს, ადმინისტრაციის წევრს, მოსწავლესა და მშობელს. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა! გამარჯვება, რომელიც სწორედ, თქვენი გვერდში დგომითა და თავდაუზოგავი შრომით მოვიპოვეთ.

თითოეულ თქვენგანს გილოცავთ 2025-2026 სასწავლო წლის სასიხარულო ამბით დასრულებას და წარმატებებს გისურვებთ მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203