ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა-არტურ პეტროსიანმა და ნინა ხაჩატურიანმა მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებით იასპარეზეს
24-07-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

3-4 ივნისს ქ. წალკაში გაიმართა რამაზ ხინიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წალკის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - არტურ პეტროსიანმა და ნინა ხაჩატურიანმა წარმატებით იასპარეზეს. 

U-17 ასაკობრივ კატეგორიაში, ვაჟთა შორის არტურ პეტროსიანმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. 

ასევე მე-3 ადგილი მოიპოვა გოგონათა შორის კი, U-15 კატეგორიაში  ნინა ხაჩატურიანმა.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში​  საბეჭისის სკოლის ყოფილი დირექტორი​ს - რამაზ ხინიკაძის ხსოვნას ეძღვნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203