გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა
24-07-2026

მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას ორ სესიად ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში აბარებენ.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი წელს 10 000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა.

გამოსაცდელთა საყურადღებოდ: სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების (სპეციალობაში, უცხოურ ენაში და სხვ.) ჩაბარება. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203