კასრისწყლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა მიეძღვნა 
24-07-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება იმართება.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.

კასრისწყალის საჯარო სკოლას თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

შეხვედრაზე მოსწავლეებს წარედგინათ პრეზენტაცია თუშეთის დაცული ლანდშაფტის შესახებ, სადაც საუბარი შეეხო ადმინისტრაციის საქმიანობას, დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თუშეთის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება. მოსწავლეები გაეცნენ დაცული ლანდშაფტის ძირითად ღირებულებებს, მის როლს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, ასევე გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბეჭდური საინფორმაციო მასალები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203