ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 
24-07-2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის პოზიციაზე. შრომის ანაზღაურება 3490 ლარია, განცხადებების გაკეთება კი დაინტერესებულ პირებს 2 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.

დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმები

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მას თან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) მხედველობის ან სმენის ან კომუნიკაცია, ენა-მეტყველების სირთულეების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

დ) სუპერვიზორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ე) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPointMicrosoft Outlook).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203