ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები
23-07-2026

სექტემბრიდან, მოსწავლეებისთვის, პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის ფორმა სავალდებულო იქნება. 

საწარმოო პროცესი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მოიცავს- ჭრას, ქარგვას, კერვასა და დამუშავებას.. თითოეულ ეტაპზე ხორციელდება ხარისხის მკაცრი კონტროლი. პირველი პარტია ჩინეთიდან - საქართველოში უკვე გამოიგზავნა.

პირველ ეტაპზე, სასკოლო ფორმების 70 000 მდე ერთეულს, 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ელოდებიან. რეალიზება კი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. პირველი სემესტრის განმავლობაში ახალი ფორმებით უზრუნველყოფილი ექვსივე კლასი იქნება.

2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმა ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა სავალდებულო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასკოლო რეფორმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტი იქნება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203