
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, ცვლიან ცოდნასა და გამოცდილებას.
ახლახან, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დარბაზში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა თემაზე: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლიდან კონფერენციაზე წარდგნენ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: აზა შეყილაძე და მადონა წარეთაშვილი.
მასწავლებლებმა აუდიტორიას საინტერესო მოხსენებები წარუდგინეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„ძალიან საინტერესო იყო მათი გამოსვლა, წარმატებები ჩვენს პედაგოგებს მადლობას ვუხდით საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან ჭიპაშვილს, ღონისძიების ორგანიზებისა და პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.