ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული ჩატარდა
16-07-2018
ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს. კვირეულის ფარგლებში I-IV კლასებში კითხვის კონკურსი ჩატარდა.
III-VI და VII-XI კლასის მოსწავლეები კი ნორჩ დეკლამატორთა კონკურსში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს ასევე დაევალათ ესეს - „ჩემი ენა ქართული“ დაწერა და ამავე თემაზე კედლის გაზეთების შექმნა. კონკურსში V -დან XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეების ნამუშევრები სკოლაში გამოიფინა, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ.
ყველა კლასში სადამრიგებლო საათი - „გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქართულ ენას“ ჩატარდა. კვირეული ლიტერატურულმა კომპოზიციამ - „ო, ენავ ჩემო..“ დააგვირგვინა, რომელშიც მთელი მთელი სკოლა ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლემ მარიამ საყვარელიძემ რეგიონულ ესეების კონკურსზე თემით - „დედა ენა ქართული“ პირველი ადგილი დაიკავა. მარიამის ხელმძღვანელი პედაგოგი კარინე დევნოზაშვილია. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის