ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით დაგვირგვინდა
23-07-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად საინტერესოდ წარიმართა. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. 

15 ივნისს, კი სკოლაში, ტრადიციულად, ჩატარდა 2025-26 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები. 

„კლასების მიხედვით შევაჯამეთ ჩვენი მოსწავლეების ყველა ღირსეული წარმატება და შევთანხმდით, რომ ეს იყო ცოდნის, განვითარების, ახალი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი მიღწევების წელი, რომელმაც თითოეულ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის საშუალება მისცა.

გულითად მადლობას ვუხდით მოსწავლეებს აქტიურობისა და მონდომებისათვის, მშობლებს- მხარდაჭერისთვის, ხოლო პედაგოგებს-დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის.

ვულოცავთ ყველას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ, საინტერესო და დაუვიწყარ ზაფხულის არდადეგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203