დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდა დაიწყო - როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება გამოცდაზე აპლიკანტთა 17 პროცენტი არ მივიდა.
„მაგისტრანტობის კანდიდატები გამოცდას ორ სესიად აბარებენ წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში.
ხვალ, 24 ივლისს გამოცდა გაგრძელდება ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებით, ასევე ორ სესიად.
პირველ სესიაზე განაწილებული მაგისტრანტობის კანდიდატების 83%-ზე მეტი გამოცხადდა.
დღესვე სომხური ენის გამოცდას აბარებენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებულთა 82%-ზე მეტი აპლიკანტი.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა გამოსაცდელმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.