განათლების სექტორის კვლევით, ირკვევა, რომ ზოგად განათლებაში გამოწვევად რჩება მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა, დაბალი ანაზღაურების პირობებში. ბოლო წლებში საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდამ ნაწილობრივ კერძო სკოლებზეც იქონია გავლენა, რამაც მათი საოპერაციო ხარჯები გაზარდა და მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა.
გარდა ამისა, დოკუმენტში გამოწვევად სახელდება მასწავლებელთა ხანდაზმულობა და ახალი კადრების შედინების ნაკლებობა; უფრო კონკრეტულად, 2025-2026 სასწავლო წლისთვის სისტემაში, 21-დან 30 წლამდე 3 857 მასწავლებელი იყო იყო, 31-დან 40 წლამდე - 9 824, 41-დან 50-მდე - 16 496, 51-დან 60-მდე - 19 070, ხოლო 60 და უფროს ასაკის პედაგოგების რაოდენობამ 17 081 შეადგინა, ჯამში აღნიშნულ სასწავლო წელს 66 328 პედაგოგი ფიქსირდებოდა.
„2025 წელს 50 წელს გადაცილებული პედაგოგები მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 55%-ს შეადგენდნენ“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში, სადაც ზოგადი განათლების სექტორში ახალი კადრების შედინების ერთ-ერთ მთავარ ბარიერად დაბალი ანაზღაურება სახელდება, რასაც ნაწილობრივ მასწავლებელთა სიჭარბე განაპირობებს - დაახლოებით 10 მოსწავლეზე, ერთი მასწავლებელი მოდის.