თბილისის N79 სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ქუთაისს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს
22-07-2026

თბილისის N79 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

X კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მარიკა ლაბაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისს ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა მოინახულეს მოწამეთას მონასტერი, სათაფლიის ნაკრძალი, გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა და შემეცნებითი ინტერესის გაძლიერება.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ქუთაისის ღირსშესანიშნაობები, მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სასარგებლო გამოცდილება.

„ექსკურსია იყო საინტერესო, შინაარსიანი და ყველა მონაწილისთვის დასამახსოვრებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203