თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით კახეთს ესტუმრნენ
22-07-2026

თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

V კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მოინახულეს გრემისა და ნეკრესის ტაძრები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ჩამოყალიბება. ასეთი დღეები გვანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის კლასგარეშე ღონისძიებები, ისინი არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ უვითარებს ინტერესს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო, თბილი და შთამბეჭდავი დღისათვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203