თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები „JUNIOR NBA“ ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები გახდნენ
22-07-2026

თბილისის N141 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ხარობენ. 

141-ე სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „JUNIOR NBA“ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ტურნირში, რომელშიც „ბ“ და „ც“ ლიგებში 90 გუნდი მონაწილეობდა, საკალათბურთო კლუბ „CAPITAL TBILISI“-ის შემადგენლობაში თბილისის N141 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე ასპარეზობდა.

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ:

1. ნიკოლოზ რუხაია (გუნდის კაპიტანი, ტურნირის ბომბარდირი);

2. ერეკლე რუხაია;

3. ლაზარე აფაქიძე;

4. იოანე თეთრაძე.

თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203