საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლემ ისტორიულ-შემეცნებითი პრეზენტაცია მიუძღვნა
22-07-2026

2026 წელს საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი აღინიშნება - თარიღი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული, კულტურული და ცივილიზაციური გზა განსაზღვრა. რას ნიშნავს საქართველოს გაქრისტიანება ქვეყნის იდენტობისთვის, როგორ განსაზღვრა ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს განვითარება და მომავალი? - ამ თემასთან დაკავშირებით, დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის მიწურულს, ისტორიულ-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

მე-10 კლასის მოსწავლე საბა ბეჟიაშვილმა გამართა პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ამავე კლასის მოსწავლეები, ისტორიის პედაგოგი რ.ხმიადაშვილი და კლასის დამრიგებელი თ.ფარქოსაძე.

მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე, მის გავლენაზე საქართველოს კულტურულ და  სახელმწიფოებრივ განვითარებაზე.

ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203