„გილოცავთ და გვეამაყები“- თბილისის N142 სკოლის მე-5 კლასელმა ელენე ორჯონიკიძემ კონტაქტურ კარატეში, საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
22-07-2026

თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჟამად სკოლაში V კლასის მოსწავლის - ელენე ორჯონიკიძის მიღწევებით ხარობენ. 

27 ივნისს გამართულ საქართველოს პირველობაზე კონტაქტურ კარატეში, ელენე ორჯონიკიძემ ღირსეულად იასპარეზა და II ადგილი მოიპოვა.

სკოლაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, ელენეს მიზანდასახულობასა და შეუპოვრობას, რამაც მოსწავლე წარმატებამდე მიიყვანა. 

„ვულოცავთ, V კლასის მოსწავლეს, ელენე ორჯონიკიძეს გამარჯვებას!

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ელენემ ეს წარმატება ვარჯიშის დაწყებიდან მხოლოდ სამ თვეში შეძლო. ეს შედეგი მისი დაუღალავი შრომის, მონდომების, დისციპლინისა და მიზანდასახულობის საუკეთესო დასტურია.

ვულოცავთ ელენეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებით სავსე მომავალს.

გვეამაყები, ელენე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203