ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა
26-07-2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 ივლისს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდება, სადაც კონკრეტული ბაღის ავტორიზაციასთა  ერთად, რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგის ერთი წლით გადავადების საკითხიც განიხილება.

დღის წესრიგი:

შპს „ბაგა-ბაღი ვარსკვლავების" ავტორიზაციის საკითხის განხილვა;  

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს№1798685 17/12/2025,  №1853621 29/12/2025 და №1787949  15/12/2025  სხდომის ოქმებში ცვლილების და შემდეგი ავტორიზებული დაწესებულებების: ა(ა)იპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა გაერთიანების (ბაღდათის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი, სოფელ დიმის N2 საბავშვო ბაღი), ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის (დიდი ჭყონის N-1 საბავშვო ბაღი, ბანძის საბავშვო ბაღი, ხუნწის საბავშვო ბაღი), ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების (დანდალოს ბაგა-ბაღი,  დაბა ქედის №1 ბაგა-ბაღი) მონიტორინგის თარიღის ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.    

შეხვედრის ბმული:  

https://us02web.zoom.us/j/81134781453?pwd=rA9DSch1WibVIikKv3x0p3jMvYSnGv.1 

Meeting ID: 811 3478 1453  
Passcode: 313173  

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203