პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს
21-07-2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 აბიტურიენტებისთვის ფიზიკაში ტესტირებით სრულდება და ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტუალურია კითხვა: „როდის გამოქვეყნდება შედეგები?“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა სატელევიზიო ეთერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება გააკეთა.

„იქიდან გამომდინარე, რომ წელს საკმაოდ ბევრი აპლიკანტი დარეგისტრირდა, გამოცდების გარკვეული ნაწილი რამდენიმე სესიად ჩატარდა; შესაბამისად, ბევრი ნაშრომია გასასწორებელი, რაც დროის მოითხოვს. როგორც კი კონკრეტული საგნის ტესტირება სრულდება, მალევე იწყება გასწორება, ასე რომ, ჩატარებული გამოცდების ტესტების შესწორება უკვე დაწყებულია.

პირველ რიგში, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება. გასწორება დაახლოებით ივლისის ბოლოს დასრულდება და აგვისტოს დასაწყისიდან აღნიშნული საგნის გამოცდის პირველად შედეგებს გამოვაქვეყნებთ; ეტაპობრივად კი დანარჩენი საგნების შედეგებიც გასაჯაროვდება“, - განმარტა NAEC-ის დირექტორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203