თბილისის N200 საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა მუშაობს 
21-07-2026

თბილისის N200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს.

საზაფხულო სკოლის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, ასევე სოციალური, ემოციური, ფუნქციური და პიროვნული უნარების განვითარებას.

საზაფხულო პროგრამა 19 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N200 სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სტუმრობდა. ბაია კვიციანი პედაგოგებსა და პროგრამის სპეციალისტებს შეხვდა, სასწავლო გარემო დაათვალიერა და მოსწავლეთა აქტივობებს გაეცნო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203