თბილისის N12 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი გაიხსნება
21-07-2026

თბილისის N12 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლიდან გაიხსნება რობოტიკის კლუბი, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, განივითარონ ტექნოლოგიური, საინჟინრო და შემოქმედებითი უნარები თანამედროვე STEAM განათლების პრინციპების შესაბამისად.

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს. პედაგოგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ქვეპროგრამის „STEAM განათლება“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა. 

ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლაში შეიქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჩამოყალიბდება რობოტიკის კლუბი. 

დაწყებითი საფეხურის კლუბის ფარგლებში მოსწავლეები:

  • შეისწავლიან რობოტების აწყობასა და პროგრამირებას;
  • განივითარებენ ლოგიკურ, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობის უნარებს;
  • მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ მომავალ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203