თბილისის N16 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება და დამრიგებლის ემოციური მიმართვა მოსწავლეებს
21-07-2026

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის მიწურულს IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის პირველი ოთხი წელი შეაჯამეს და სასკოლო ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი გამორჩეულად დაასრულეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები. 

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და ლამაზი ემოციებით.

დამრიგებელმა, მაია ქუბიაშვილმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და მათი მიღწევები აღნიშნა. 


„ძვირფასო მოსწავლეებო,

დღეს განსაკუთრებული დღეა. თითქოს სულ ახლახან შემოაბიჯეთ სკოლაში პატარა, ცნობისმოყვარე თვალებით, დღეს კი უკვე მეოთხე კლასს ამთავრებთ და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიხართ.

ამ წლების განმავლობაში ერთად ვისწავლეთ, ვიმეგობრეთ, გავიზიარეთ სიხარული და წარმატება. ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენი მონდომებით, სიკეთითა და მიღწევებით. თქვენ არა მხოლოდ ბევრი რამ ისწავლეთ, არამედ გაიზარდეთ, ჩამოყალიბდით და გაძლიერდით.

წინ ახალი გზები, ახალი მასწავლებლები და ახალი გამოწვევები გელით. 

გისურვებთ, ყოველთვის შეინარჩუნოთ ცოდნის სიყვარული, კეთილი გული, მეგობრობის უნარი და საკუთარი თავის რწმენა. გახსოვდეთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შრომა, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა თქვენი საუკეთესო თანამგზავრები იქნებიან.

მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მათი სიყვარული და ზრუნვა თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.

ჩემო საყვარელო ბავშვებო, სადაც უნდა წაგიყვანოთ ცხოვრებამ, ყოველთვის მემახსოვრებით. გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მრავალ წარმატებას და ოცნებების ახდენას.

გილოცავთ მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას!

სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით“,- აღნიშნა მაია ქუბიაშვილმა და მოსწავლეებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203