თბილისის N16 სკოლის მე-4 კლასელები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
21-07-2026

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაია ქუბიაშვილის ხელმძღვანელობით, სტუმრობდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი საცხოვრებლები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები დაათვალიერეს.

მუზეუმი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციულ არქიტექტურა და და ყოფას, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნონ ქვეყნის მრავალფეროვან კულტურას. მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

ბავშვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203