
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს რობოტიკისა და STEAM პროექტების კონკურსს შეუერთდნენ.
კონკურსზე მოსწავლეები ფიზიკის პედაგოგის, მარი ჩადუნელის ხელმძღვანელობით წარდგნენ. მათ საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და ტექნოლოგიური პროექტები STEAM განათლების მიმართულებით წარმოადგინეს.
მსგავსი კონკურსები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, განივითარონ ინოვაციური და საინჟინრო აზროვნება, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
თბილისის N142 საჯარო სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და სხვადახვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღოონისძიებაში მათ ჩართულობას ყოველთვის ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები: