
თბილისის N154 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - გაბრიელ გოგუას მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროტურნირებისთვის „დინამო თბილისის“ განაცხადში მოხვდა და გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
გაბრიელს ცოტა ხნის წინ, 16 წელი შეუსრულდა.
ახალგაზრდა მცველისთვის ეს პროფესიონალურ საკლუბო კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია.
გაბრიელ გოგუა ასაკობრივ ნაკრებებში, თორნიკე კვარაცხელიასთან ერთად თამაშობს. ევროტურნირების განაცხადამდე, გაბრიელს, დინამო თბილისის პირველი გუნდის ოფიციალურ მატჩში, არც დებიუტი ჰქონია და არც სათადარიგოთა სკამზე მჯდარა, ამიტომ კონფერენს ლიგის განაცხადში მოხვედრა, მისთვის პროფესიონალურ საკლუბო ფეხბურთში, პირველი დიდი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ გაბრიელ გოგუა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გოგიტა გოგუას შვილია.
თბილისის N154 საჯარო სკოლა მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას ულოცავს და ბრწყინვალე სპორტულ კარიერასა და ბევრ წარმატებას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს გაბრიელ გოგუას ვულოცავთ მნიშვნელოვან წინსვლას დიდ ფეხბურთში და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.