დაგვიანების კიდევ ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 21 ივლისს გამოცდებზე დაგვიანების 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი გამოცდას სამოქალაქო განათლებაში (VII-XII) აბარებენ.
ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა 91%-ზე მეტი აბიტურიენტი.
სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოცხადდა 80%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.
ამ დროის მონაცემებით გამოცდაზე დაიგვიანა ოთხმა გამოსაცდელმა“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.