ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლე STEAM ბანაკის მონაწილედ შეირჩა
20-07-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ. 

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ლუკა ფრუიძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით ორგანიზებული 2026 წლის STEAM ბანაკის მონაწილედ შეირჩა.

STEAM ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებულ საერთაშორისო ტენდენციებს, ჩაერთვებიან ტრენინგებსა და ვორკშოპებში STEAM-ის სხვადასხვა მიმართულებით და მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც პროფესიის არჩევის პროცესში მათ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლუკას წარმატება მთელი სასკოლო საზოგადოებისათვის საამაყოა. 

„სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ალპანის სკოლა კი შესანიშნავი ინფორმაციით ხვდება.

წარმატებები ლუკას, წარმატებები ალპანის სკოლას!

P.S. მერე რა, რომ ცოტანი ვართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203