ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ანანო ქრისტესიაშვილი გერმანიის TU Dortmund University-ში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
20-07-2026

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ანანო ქრისტესიაშვილი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტში - TU Dortmund University-ში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას Sustainable Energy Systems-ის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.

სკოლის ინფორმაციით, ანანო უნივერსიტეტის სამივე არჩეულ პროგრამაზე წარმატებით ჩაირიცხა. ესენია: Environmental Engineering, Sustainable Energy Systems და Electrical Engineering and Information Technology. რამდენიმე პრესტიჟული შეთავაზებიდან მან არჩევანი სწორედ Sustainable Energy Systems-ის პროგრამაზე შეაჩერა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ანანო ქრისტესიაშვილის წარმატება მიზანდასახულების, ცოდნისა და შრომის შედეგია.

ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ კურსდამთავრებულს მიღწევა მიულოცა და წარმატებული სტუდენტური ცხოვრება, პროფესიული განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ არაერთი წარმატება უსურვა.

„გზა, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული გამბედაობით ირჩევენ.

გერმანიაში საინჟინრო მიმართულებით ჩაირცხვა ერთ-ერთი ყველაზე რთული და კონკურენტული გზაა, ხოლო სრული დაფინანსებით სწავლების შესაძლებლობის მოპოვება ქართველი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და იშვიათი მიღწევაა.

სიამაყით გიზიარებთ, რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ანანო ქრისტესიაშვილი ჩაირიცხა TU Dortmund University-ში, სადაც სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს:

ანანო TU Dortmund University-ის სამივე არჩეულ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა:

  • Environmental Engineering;
  • Sustainable Energy Systems;
  • Electrical Engineering and Information Technology.

რამდენიმე პრესტიჟული შეთავაზებიდან ანანომ არჩევანი TU Dortmund University-ის Sustainable Energy Systems პროგრამაზე შეაჩერა.

ეს წარმატება არა მხოლოდ პირადი გამარჯვებაა, არამედ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მიზანდასახულობა, ცოდნა და დაუღალავი შრომა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კარს აღებს.

ვულოცავთ ანანო ქრისტესიაშვილს და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას გერმანიაში, პროფესიულ წინსვლასა და კიდევ მრავალ საერთაშორისო წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203