გუმბათის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება და ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან
07-06-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებული და ნაყოფიერი პირველი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. 

ეს დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი დამრიგებლისთვის. მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს - ცირა კახაძეს დაემშვიდობნენ. ბავშვებმა დამრიგებელს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს, პედაგოგმა კი ბავშვებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

ღონისძიება სავსე იყო ბევრი ემოციით, მადლიერებითა და სიხარულით. 

მე-4 კლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს და მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციებით, წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა ცირა კახაძემ, მისი ხელითაა შექმნილი ღონისძიების დეკორაციებიც, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203