მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრირებულთა 20% არ გამოცხადდა - NAEC-მა 19 ივლისის სტატისტიკა გამოაქვეყნა
19-07-2026

19 ივლისს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდებს აბარებენ შემდეგ საგნებში:

ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) პედაგოგთა საუბრის ნაწილი;

რუსული ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი;

გერმანული ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი;

ფრანგული ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი;

იტალიური ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი;

ინგლისური ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა 80% გამოცხადდა.

ხვალ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII) ჩააბარებენ.

აბიტურიენტებისათვის კი ერთიანი ეროვნული გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203