
თბილისის N190 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სასწავლო წელი გურჯაანში შემაჯამებელი გასვლითი შეხვედრით დააგვირგვინეს.
გასვლითი ღონისძიებით პედაგოგები გურჯაანის ყველაწმინდა ორგუმბათოვან ტაძარს სტუმრობდნენ.
შეხვედრა საინტერესო და მრავალმხრივ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
ღონისძიებამ პედაგოგიურ გუნდს საშუალება მისცა არაფორმალურ გარემოში შეეჯამებინათ გასული სასწავლო წელი, გაეზიარებინათ გამოცდილება და პროფესიული თანამშრომლობა გაეღრმავებინათ.
„2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი, საინტერესო, შემეცნებითი და დაუვიწყარი გასვლითი შეხვედრა გურჯაანის ყველაწმინდა ორგუმბათოვან ტაძარში. ერთი სკოლა და მთლიანი გუნდი!
მადლობა ყველას, ვინც ამ დღის ორგანიზებასა და წარმატებით ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.