
თბილისის N96 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „სამოქალაქო ინიციატივამ“, მოქალაქეობის მენტორ პედაგოგ ქიარიმ გუმბათოვის ხელმძღვანელობით, სასკოლო გაზეთის 2025-2026 სასწავლო წლის დასკვნითი ნომერი მოამზადა.
გამოცემა მრავალფეროვან თემებს აერთიანებს და სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
სასკოლო გაზეთისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს სტატიები და ანგარიშები სასკოლო აქტივობების, განხორციელებული პროექტებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები, იმუშაონ გუნდურად, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში.
2025-2026 სასწავლო წლის ბოლო ნომერი ერთგვარი შეჯამებაა იმ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სამოქალაქო აქტივობებისა, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: