
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული მიღწევებით ამაყობენ.
სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზეს და არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა გიორგი ახვლედიანი, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები და სპორტული მომზადება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
საქართველოს ჩემპიონატზე კიოკუშინში გამარჯვებულები გახდნენ - ელენე სუხიტაშვილი და ნიკოლოზ გიუნაშვილი. მათე ღამბარაშვილმა კი საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა წარმატება მხოლოდ სპორტულ მიღწევებს არ უკავშირდება - განსაკუთრებით საამაყოა მათი პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებასა და ახალ სპორტულ მწვერვალებს.
„ასმეექვსე სკოლა სკოლა ამაყობს თქვენით!
გიორგი ახვლედიანი, ნიკოლოზ გიუნაშვილი, ელენე სუხიტაშვილი, მათე ღამბარაშვილი - გვიყვარხართ!
პირველ რიგში, ღირსეული და ზრდილობიანი ადამიანები ხართ, რაც თქვენს გამარჯვებებს კიდევ უფრო საამაყოს ხდის.
პირველი ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული - გიორგი ახვლედიანი.
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები კიოკუშინში - ელენე სუხიტაშვილი და ნიკოლოზ გიუნაშვილი.
საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული- მათე ღამბარაშვილი.
გილოცავთ, ჩემო მიზანდასახულებო! კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება გვეზეიმოს ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.