თბილისის N117 სკოლის მოსწავლე გიორგი ქართლელიშვილმა ძიუდოში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია
17-07-2026

თბილისის N117 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, გიორგი ქართლელიშვილმა, ძიუდოში გამართულ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზა და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. 

2026 წლის 14 ივნისს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ძიუდოში გიორგი ქართლელიშვილი დაჯილდოვდა შავი ქამრით და მოიპოვა პირველი ადგილი.

გიორგიმ მონაწილეობა მიიღო ასევე ძიუდოს აფხაზეთის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია ამაყობს მოსწავლის მიღწევით და აღნიშნავს, რომ გიორგის წარმატება მისი სპორტისადმი სიყვარულისა და მუდმივი განვითარების სურვილის შედეგია.

„დიდი სიყვარულით ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ულევ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლის დამრიგებელი მაკა ხუციშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203