
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ლანა ბერანძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებულ მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკში გადამზადდა. სექტემბრიდან ის რობოტიკის კლუბს უხელმძღვანელებს.
ბანაკში პედაგოგებმა თანამედროვე ტექნოლოგიების, რობოტიკისა და STEAM განათლების მიმართულებით აიმაღლეს პრაქტიკული კომპეტენციები და გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლაში რობოტიკის კლუბი იხსნება.
დაწყებითი საფეხურის კლუბის ფარგლებში მოსწავლეები:
შეისწავლიან რობოტების აწყობასა და პროგრამირებას;
განივითარებენ ლოგიკურ, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობის უნარებს;
მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ მომავალ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.