საერთაშორისო თანამშრომლობა და კულტურათაშორისი დიალოგი - საგანმანათლებლო კონფერენცია თბილისის N124 სკოლაში
17-07-2026

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.

eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. 

შესაბამისად, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის IX, X და X კლასების მოსწავლეებისთვის (მასწავლებლები: ჟანა ჩიმჩიური (დირექტორის მოადგილე) და მანანა ბაქრაძე) განსაკუთრებულად აღინიშვნა „ითვინინგის“ საერთაშორისო დღე.

9 მაისს, ითვინინგის (eTwinning) საერთაშორისო დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მანანა ბაქრაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, საინტერესო საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი თავად მანანა ბაქრაძეა, რომლის საქმიანობაც მუდმივად მიმართულია მოსწავლეებში სოციალურ-ემოციური უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისკენ.

კონფერენცია თავისი ფორმატით გამორჩეული აღმოჩნდა: პროცესს სრულად უძღვებოდნენ მოსწავლეები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ითვინინგის“ მთავარ ღირებულებას - მოსწავლეთა ავტონომიურობასა და აქტიურ ჩართულობას. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და ის ციფრული ხიდები, რომლებიც კულტურათაშორის დიალოგს უწყობს ხელს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ხელმძღვანელი, მანანა ბაქრაძე აქტიურად ნერგავს სწავლებაში ინოვაციურ მიდგომებს, მათ შორის „ემპათიის ვირტუალური ლაბორატორიისა“ და „ციფრული ხიდების“ კონცეფციებს, რაც საგამანათლებლო პროცესს უფრო ჰუმანურს და ინტერაქციულს ხდის. ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს მომავალი თაობის აღზრდას, რომლისთვისაც თანამშრომლობა და ემპათია უმთავრესი ღირებულებებია.

იხილეთ ვიდეო
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203