
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული სწავლას იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გააგრძელებს.
ლუკამ ასევე მიიღო შეთავაზებები Into Manchester-ისა და The University of Manchester-ისგან.
როგორც ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლაში აღნიშნავენ, კურსდამთავრებულის წარმატება მისი მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობისა და მაღალი აკადემიური მომზადების შედეგია. ს
კოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულის მიღწევით და დარწმუნებულია, რომ ეს მისი წარმატებული პროფესიული გზის მხოლოდ დასაწყისია.
„ახალი ეტაპი, ახალი შესაძლებლობები!
Georgian-American High School-ის 2026 წლის კურსდამთავრებული ლუკა ქობულაძე სწავლას Università Bocconi-ში (მილანი, იტალია) გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ლუკამ ასევე მიიღო შეთავაზებები Into Manchester-ისა და The University of Manchester-ისგან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაღალ აკადემიურ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.
ვამაყობთ ლუკას წარმატებით და გვჯერა, რომ ეს დიდი პროფესიული გზის დასაწყისია.
ვუსურვებთ მას წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ახალ გამოწვევებსა და არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას!
გილოცავთ, ლუკა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.