საბეჭისის საჯარო სკოლაში მკითხველთა წრე აქტიურად ფუნქციონირებდა
16-07-2018
წალკის, საბეჭისის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს, დაწყებით საფეხურის მოსწავლეებისთვის მკითხველთა წრე - „აი ია“ აქტიურად ფუნქციონირებდა. მკითხველთა წრეს პედაგოგი ნანული ხოზრევანიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარა მკითხველები უამრავ ავტორსა და პერსონაჟს გაეცნენ და ზოგიერთი მათგანის როლი თავადაც მოირგეს. მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლები - „დედობილი“ და „თაფლის წვეთი“, მონაწილეობდნენ კონკურსში - „მჯობნის მჯობნი“, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს კი ღონისძიება „წიგნი - ჩვენი მეგზური“ ჩაატარეს.
„პატარები სამომავლოდაც მრავალ სიახლეს გვპირდებიან, წარმატებები მათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის