პიჯაკს, შარვალს, ქვედაბოლოს ცალ-ცალკე ფასი ექნება - მინისტრი სასკოლო ფორმის დეტალებზე
17-07-2026

სასკოლო ფორმების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ჯერჯერობით, კვავ უცნობია, რა ღირება კომპლექტი, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ მოეწყობა კონკრეტული ლოკაციები, საიდანაც უნიფორმის ყიდვა იქნება შესაძლებელი. ასევე უკვე ითქვა, რომ 15 სექტემბერს ფორმით წავა ყველა პირველკლასელი, დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი ოქტომბერ-ნოემბერში იქნება შესაძლებელი ყიდვა.

„სასკოლო ფორმები არ არის სიახლე - ჩვენ გავითვალისწინეთ მსოფლიოს გამოცდილებები“, - განაცხადა განათლების მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს და დასძინა, რომ კომპლექტის ღირებულება იქნება მისაღები, მხოლოდ 65 ათასი და ნაკლები ქულის მქონე სოცდაუცველი ოჯახების მოსწავლეებისთვის იქნება უფასო უნიფორმა.

„15 სექვემბერს ყველა პირველკლასელს ეცმევა ფორმა, ხოლო ოქტომბრის და ნოემბრის თვეში ყველა 1-6 კლასელს ჩავაცმევთ ფორმას. 

ფასი იქნება მისაღები, კომპლექტში შედის პიჯაკი, შარვალი, ქვედაბოლო, რომლებიც ცალ-ცალკე იქნება განფასებული“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203