სკოლა „ჯეო სქაი“ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს - როგორია სკოლის პრაქტიკა 
17-07-2026

ციფრულ ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. სკოლა „ჯეო სქაი“ ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

სწორედ ამ საკითხს ეხება სკოლის გავრცელებული საინფორმაციო ვიდეო, სადაც სასკოლო საზოგადოებას სკოლის მონაცემთა დაცვის ოფიცერი ეკა დოლიძე  მონაცემთა უსაფრთხოების მნიშვნელობასა და სკოლის პრაქტიკაზე საუბრობს.

„გაიცანით GSS-ის მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ეკა დოლიძე!

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ციფრულ ეპოქაში ჩვენი სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა საინფორმაციო ვიდეო ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერთან , ეკა დოილიძესთან.

ვიდეოში ეკა დეტალურად გვიზიარებს, თუ როგორ ზრუნავს სკოლა მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების პერსონალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობაზე.

მნიშვნელოვანი აქცენტები

რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოსწავლის პირადი სივრცის დაცვა სკოლაში?

რა სტანდარტებს ვიცავთ ინფორმაციის (როგორც ციფრული, ისე მატერიალური) დამუშავებისას?

როგორ შეგიძლიათ მიმართოთ მას კონსულტაციისთვის ნებისმიერ დროს.

სკოლის მიზანია, თითოეულმა მშობელმა და მოსწავლემ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს, როცა საქმე მათ პერსონალურ მონაცემებს ეხება“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203