
შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებმა კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებო წარმატებით ჩააბარეს და ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაადასტურეს.
განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე მოსწავლემ მიაღწია ინგლისური ენის ცოდნის უმაღლეს - C2 დონეს. C2 დონის სერტიფიკატები მიიღეს:
C1 დონეზე წარმატებით ჩააბარეს:
„ეს მართლაც უმაღლესი მწვერვალია! კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე C1 და განსაკუთრებით C2 დონე ინგლისურში ენის ფლობის მაქსიმუმია.
უდიდესი მოლოცვა მოსწავლეებს, განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა პედაგოგებს ელენე ბიბილურიძესა და სალომე ასათიანს - თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების გარეშე ეს ბრწყინვალე წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. ნამდვილად საამაყო და სამაგალითო შედეგია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლა ასევე სიამაყით ულოცავს მოსწავლეებს, რომლებმაც მაღალი შედეგები აჩვენეს.
„ვაგრძელებთ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების შედეგების გაცნობას და უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს. მათი თავდაუზოგავი შრომა, მონდომება და სწავლისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ დაფასდა საერთაშორისო დონეზე.
ლაზარე სინაურიძე — აიღო B2 შედეგი;
მართა გორგოძე;
მარიამ ანაკიძე;
მარიამ ჩხოლარია და გეგი აბულაძე — გავიდნენ B1 დონეზე და აიღეს B2 შედეგი;
ლუკა ჭელიძე — B1+ შედეგი;
ნიკოლოზ ფანჩვიძე — B2 შედეგი;
გაბრიელ ხურციძე — B2 შედეგი;
ლინა მახარაძე — B2 შედეგი
ნიკოლოზი ქუთათელაძე — B2 შედეგი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით.
სკოლის ადმინისტრაცია წარმატებულ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს ულოცავს და უსურვებს, მომავალშიც ღირსეულად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიაღწიონ ახალ წარმატებებს და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვონ.
„ვულოცავთ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ეს შედეგები არის დიდი შრომის, მიზანდასახულობისა და პროფესიონალური მხარდაჭერის შედეგი.
ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, ახალ მწვერვალებს და წინსვლას საერთაშორისო ასპარეზზე!
მადლობა მათ პედაგოგებს თავდადებული შრომისა და მხარდაჭერისთვის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: