შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლე მარიამ ჩხოლარიამ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა
17-07-2026

შპს N1 (გოქაძის) სკოლის ნიჭიერმა მოსწავლე მარიამ ჩხოლარიამ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველო ბრწყინვალედ წარადგინა.

მარიამმა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ვოკალური სტუდიის შემადგენლობაში ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართველმა მონაწილეებმა საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინეს.

გამორჩეული შესრულების წყალობით, მოსწავლემ კონკურსზე პირველი ადგილი და საერთაშორისო ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სკოლის ადმინისტრაცია მარიამ ჩხოლარიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს და უსურვებს, მომავალშიც არაერთ საერთაშორისო სცენაზე ღირსეულად წარმოაჩინოს საკუთარი ნიჭი და საქართველოს სახელი.

„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეს, მარიამ ჩხოლარიას, რომელმაც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ვოკალური სტუდიის შემადგენლობაში, საერთაშორისო კონკურსზე, მადრიდში, ბრწყინვალედ წარადგინა საქართველო და პირველი ადგილი მოიპოვა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203