ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაციის ტრიუმფი საერთაშორისო ოლიმპიადაში - 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 13 ბრინჯაო და ფულადი პრემიები
16-07-2026

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მორიგი საერთაშიროსო აღიარება მოიპოვეს. 

GAHS & GAHSV-ის მოსწავლეებმა საერთაშორისო STEM ოლიმპიადის, XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ის, ფინალში გამორჩეული შედეგები აჩვენეს.

საქართველოს დელეგაციამ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე 23 მედალი, ფულადი პრემიები და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. საერთაშორისო სამეტაპიანი ოლიმპიადის ფინალში დელეგაციის წევრებმა 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

„6 ოქრო, 4 ვერცხლი, 13 ბრინჯაო, ფულადი პრემიები და საერთაშორისო აღიარება!

GAHS & GAHSV-ი დელეგაციის ტრიუმფი XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე!

XPERTSTEM-ის საერთაშორისო სამეტაპიანი ოლიმპიადის ფინალში ჩვენი დელეგაცია შესანიშნავი შედეგებით წარდგა და საერთო ჯამში მოიპოვა:

6 ოქროს მედალი – ბარბარე ინასარიძე, ნატალია მგელაძე, დავით ბიწაძე, ელენე ომიაძე, ანა იოსებიძე, დემეტრე გელაშვილი.

4 ვერცხლის მედალი – გიორგი დუნდუა, ლუკა ომიაძე, ანდრია ფანცულაია, სანდრო შარაშენიძე.

13 ბრინჯაოს მედალი – დემეტრე მენაფირე, ალექსანდრე რახრახაძე, ელენე მაცაბერიძე, მარიამ იუზბაშევა, ასლან იუზბაშევი, ლიანა მშვიდობაძე, ანანო ქართველიშვილი, მიკა მესხიშვილი, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ანასტასია ცინცქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, დავით დუმბაძე, ალექსანდრე სახვაძე.

ფულადი პრემიები – £300: დემეტრე გელაშვილი, დავით ბიწაძე, ნატალია მგელაძე; £200: ელენე ომიაძე, ალექსანდრე რახრახაძე, ბარბარე ინასარიძე; £100: ანა იოსებიძე.

XPERTSTEM მხოლოდ მედლების მოპოვებას არ ნიშნავს. ეს არის ცოდნის გაღრმავება, საერთაშორისო გამოცდილება, ახალი მეგობრები, გამოწვევების დაძლევა და დაუვიწყარი მოგონებები, რომლებიც მონაწილეებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს, მათ მშობლებს, მენტორებსა და ჩვენი სკოლების მთელ საზოგადოებას ამ გამორჩეულ წარმატებას! თქვენი შრომა, მიზანდასახულობა და მონდომება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ახალგაზრდები საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ ქვეყანას.

ვამაყობთ თითოეული თქვენგანით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა მორიგი წარმატებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203