„აქ იბადება შენი წარმატება!“ - სკოლა „ცოდნაში“ პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება
16-07-2026

სკოლა „ცოდნაში“ 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში შეუძლია დარეგისტრირება მოსწავლეს, რომელსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.

სკოლის ადმინისტრაცია მშობლებსა და მომავალ პირველკლასელებს მოუწოდებს, არ გადადონ გადაწყვეტილება და დროულად შეუერთდნენ „ცოდნელების“ დიდ და მეგობრულ ოჯახს.

სკოლაში თითოეული მოსწავლისთვის უსაფრთხო, მზრუნველი და განვითარებისკენ ორიენტირებული გარემოა უზრუნველყოფილი. „ცოდნა“ მომავალ პირველკლასელებს საინტერესო სასწავლო პროცესს, მრავალფეროვან აქტივობებსა და შესაძლებლობებით სავსე სასკოლო ცხოვრებას ჰპირდება, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ცოდნას იძენენ, არამედ საკუთარ შესაძლებლობებსაც ივითარებენ. სკოლის გზავნილი მარტივია - „აქ იბადება შენი წარმატება“. სწორედ ამ იდეით „ცოდნა“ ახალ სასწავლო წელს კიდევ ერთ თაობას სულმოუთქმელად ელოდება.

„გინდა გახდე ცოდნელი

სკოლა „ცოდნაში“ შენთვისაც ვინახავთ ადგილს!

ნუ გადადებ ხვალისთვის - გახდი ჩვენი დიდი და მეგობრული ოჯახის წევრი.

 სკოლა „ცოდნა“ - აქ იბადება შენი წარმატება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203