
თბილისის N161 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭი და შესაძლებლობები წახალისებულია, მათი ინტერესები - მხარდაჭერილი. მომავალი თაობის მრავალმხრივი განვითარების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
წელს სკოლაში ჩატარდა N1 მუსიკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული კონკურს-ფესტივალი.
ფინალისთვის ყველა მონაწილე შესაბამის კატეგორიაში აირჩია კონკურს-ფესტივალის ჟიურიმ.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ - ლალი ნოზაძე, მაია კალანდარიშვილი, სალომე კუპრეიშვილი.
გალა კონცერტზე, რომელიც 5 ივნისს ჩატარდა, ფინალისტები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით.
კონკურს-ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი სალომე კუპრეიშვილი.