
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებისთვის სასწავლო წლის მიწურულს საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
IVა კლასის მოსწავლეები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც საქართველოს სხვადასხვა ისტორიული კუთხის ტრადიციებს, არქიტექტურასა და ყოფა-ცხოვრების თავისებურებებს გაეცნენ.
მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები და საყოფაცხოვრებო ნივთები, მოისმინეს საინტერესო ისტორიები ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და უკეთ გაიაზრეს, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები ხელს უწყობს მოსწავლეებში ისტორიისა და კულტურისადმი ინტერესის გაღრმავებას, ეროვნული ფასეულობების გაცნობიერებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრებას.
ექსკურსიას ხელმძღვანელობდა IVა კლასის დამრიგებელი ე. ბანცური.
იხილეთ ფოტოები: