რა მოენატრებათ „ცოდნელებს“ არდადეგებზე ყველაზე მეტად? - სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეთა გულწრფელი პასუხები
16-07-2026

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნამ“ ზაფხულის არდადეგების დაწყებასთან დაკავშირებით, ემოციური ვიდეორგოლი გაავრცელა, რითაც მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მოგონებები კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

მოსწავლე თანატოლებს უსვამს კითხვას: „რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად სკოლა „ცოდნაში“ ზაფხულის არდადეგების განმავლობაში?“

ბავშვების გულწრფელი პასუხები კი ნათლად აჩვენებს, რომ მათთვის სკოლა მხოლოდ სასწავლო სივრცე არ არის. ისინი მონატრებით საუბრობენ მეგობრებზე, მასწავლებლებზე, თანაკლასელებთან ერთად გატარებულ დღეებზე.

„ზაფხულის არდადეგები უკვე დაიწყო, მაგრამ ერთი კითხვა მაინც დაგვრჩა. 

რა მოგენატრება ყველაზე მეტად სკოლა „ცოდნაში“?

ჩვენი მოსწავლეები გულწრფელად გვიზიარებენ პასუხებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სკოლა მხოლოდ შენობა არ არის - ეს არის ადგილი, სადაც იბადება მეგობრობა, გროვდება მოგონებები და იქმნება ბედნიერი ბავშვობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზიარებენ:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203