
ზოგადი განათლების რეფორმა ითვალისწინებს სპეციალისტთა მომზადების სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და ყველა მასწავლებლისთვის აუცილებელ პროფესიულ კომპეტენციად ინკლუზიური მიდგომების ფლობის ჩამოყალიბებას.
ამ მიზნით, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად გადამზადდება დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელი, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ყველა მოსწავლისთვის თანასწორი, ხარისხიანი და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ტრენინგების პირველ ეტაპზე, გადამზადდა დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის 500 მასწავლებელი.