თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ 
15-07-2026

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის III და III კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მოინახულეს, სადაც შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთნენ და აბრეშუმის წარმოების ისტორიასა და უნიკალურ ტექნოლოგიას გაეცნენ.

III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროგრამაში - „4 სიცოცხლე“, რომლის ფარგლებში გაეცნენ აბრეშუმის ჭიის განვითარების ეტაპებს, დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, შეასრულეს საინტერესო პრაქტიკული დავალებები და ცოდნა გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტივობებით გაამდიდრეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღემ ბავშვებს უამრავი ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება და სასიამოვნო ემოცია აჩუქა და დასძენენ, რომ გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის განვითარება, აბრეშუმის წარმოების ისტორიისა და პროცესის გაცნობა, პრაქტიკული გამოცდილებით სწავლა და კულტურული მემკვიდრეობის დაფასება. აღსანიშნავია, რომ IIIა კლასის დამრიგებელია ნათია ჭაბუკიანი გახვალვთ. 

10 ივნისს მუზეუმს ესტუმრნენ III კლასის მოსწავლეებიც. მათ დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიცია, მოისმინეს ინფორმაცია აბრეშუმის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ და დიდი ინტერესით გაეცნენ იმ ბუნებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც აბრეშუმი იქმნება. მიღებულმა ცოდნამ მოსწავლეების შემეცნებითი გამოცდილება კიდევ უფრო გაამდიდრა.

ორივე კლასისთვის მუზეუმში ვიზიტი საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ცოდნა პრაქტიკულ დაკვირვებასა და ინტერაქტიულ აქტივობებს შეუთავსეს, რამაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახადა.

შემეცნებითი ექსკურსიამ მესამეკლასელებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა.

„ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. ასე ლამაზად, ახალი ცოდნით, სასიამოვნო ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავასრულეთ მესამე კლასი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203