ყალბი დიპლომის დამზადებისთვის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
15-07-2026

ქუთაისის კერძო სასწავლებლის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ. ლეონარდო ხვედელიძეს და ნუნუ კუჭაქიძეს გამოძიება ყალბი დიპლომის დამზადებას ედავება. ბრალდებულებს ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში ასახელებენ, მას შემდეგ კი რაც, დაკავებულები გირაოს გადაიხდიან, ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ფულის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადეს.  

„საქმე ეხება კომერციულ, ჯგუფურ მოსყიდვას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქუთაისის ერთ- ერთ სასწავლებელში - რექტორმა და დეკანმა, კონკრეტული მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის სანაცვლოდ უზრუნველყვეს ყალბი დიპლომის გასაღება კონკრეტულ საქართველოს მოქალაქეზე. ამ დანაშაულში მონაწილეობდა ერთი პირი, შუამავალი. სამივე მათგანის მიმართ დაწყებულია  სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ შემთხვევაში, რადგან ადგილი ჰქონდა სრულფასოვან და ქმედით თანამშრომლობას ბრალდებულთა მხრიდან, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით აღმკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე და სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა“, - განაცხადა პროკურორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203